იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
დავიხვეწოთ ქადაგებაში — სხვადასხვა თემაზე საუბრის წამოწყებამ შეიძლება დამოწმების შესაძლებლობა მოგვცეს
იესომ იმიტომ შეძლო სამარიელ ქალთან ქადაგება, რომ თავდაპირველად ყოფით საკითხზე წამოიწყო საუბარი. რა გაგიადვილებს უცხოებთან საუბრის წამოწყებას?
-
იყავი მეგობრული და შეეცადე, გამოელაპარაკო ხალხს. თუმცა დაღლილი იყო, იესომ წამოიწყო საუბარი და სამარიელ ქალს წყალი სთხოვა. შენც შეგიძლია მსგავსად მოიქცე — ჯერ თბილად მიესალმე, შემდეგ კი საუბარი ჩამოაგდე ამინდზე ან მიმდინარე მოვლენებზე. გახსოვდეს, შენი მიზანი უბრალოდ საუბრის წამოწყებაა, ამიტომ მზად იყავი, ნებისმიერ თემაზე ილაპარაკო, რაც ადამიანს დააინტერესებს. თუ არ აგყვება საუბარში, ხელს ნუ ჩაიქნევ, სხვასთან სცადე. იეჰოვას გაბედულება სთხოვე (ნეემ. 2:4; საქ. 4:29).
-
დაელოდე შესაფერის მომენტს, რომ ყურადღება სასიხარულო ცნობაზე გადაიტანო, თუმცა ნუ აჩქარდები. კარგი იქნება, თუ საუბარი ბუნებრივად განვითარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსაუბრემ შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოს და შენთან საუბარი შეწყვიტოს. გულს ნუ გაიტეხ, თუ ვერ მოასწრებ ქადაგებას. თუ გიჭირს არაფორმალურად ქადაგება, თავიდან შეეცადე უბრალოდ საუბრის წამოწყებაში გაიწაფო და მაინცდამაინც იმაზე ნუ იქნები კონცენტრირებული, რომ აუცილებლად უნდა იქადაგო [1-ლი ვიდეორგოლის ჩვენება და აუდიტორიასთან განხილვა].
-
შეეცადე, ბუნებრივად შექმნა სიტუაცია, როცა მსმენელს ყურადღებას სულიერ საკითხებზე გადაატანინებ; მაგალითად, გულწრფელად თქვა ისეთი რამ შენი რწმენის შესახებ, რაც მსმენელს აღძრავს, კითხვები დაგისვას. იესოს ნათქვამმა ქალში ცნობისმოყვარეობა გააღვიძა და კითხვების დასასმელად აღძრა. ბოლოს, როცა იესომ ქადაგება დაიწყო, ის უბრალოდ ქალის კითხვებს პასუხობდა [ჯერ მე-2 ვიდეორგოლი უჩვენე აუდიტორიას და განიხილე; შემდეგ კი მე-3 ვიდეორგოლი].