იესოს მიერ მოყვანილი მაგალითის გაგება გაუჭირდათ მოწაფეებს; ზოგი მათგანი დაბრკოლდა კიდეც და აღარ დაჰყვებოდა მას. არადა ერთი დღით ადრე იესომ სასწაულებრივად დააპურა ისინი, რითაც დარწმუნდნენ, რომ მართლა ღვთის ძალით ახდენდა სასწაულებს. მაშ, რატომ დაბრკოლდნენ? როგორც ჩანს, მიზეზი ის იყო, რომ ეგოისტური მიზნები ამოძრავებდათ. ისინი იესოს გამორჩენის მიზნით დაჰყვებოდნენ.
თითოეულმა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: რატომ ვარ იესოს მიმდევარი? მთავარი ის ხომ არ არის ჩემთვის, რომ დღესაც მივიღო კურთხევები და მომავალშიც თუ ის, რომ ნამდვილად მიყვარს იეჰოვა და მსურს მისი ნების შესრულება?
რატომ შეიძლება დავბრკოლდეთ, თუ უმთავრესად ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო ვემსახურებით იეჰოვას?
-
ჩვენ გვსიამოვნებს ღვთის ხალხთან ყოფნა.
-
ჩვენ გვსურს სამოთხეში ცხოვრება.