არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიტყვის საუნჯე | იოანე 7, 8

იესომ განადიდა თავისი ზეციერი მამა

იესომ განადიდა თავისი ზეციერი მამა

7:15—18, 28, 29; 8:29

სიტყვითა თუ საქმით იესო ყოველთვის განადიდებდა თავის ზეციერ მამას. იესოს სურდა, ხალხს სცოდნოდა, რომ ცნობა, რომელსაც მათ გადასცემდა, ღვთისგან იყო. ამიტომ ხშირად მოჰყავდა ციტატები წმინდა წერილებიდან; მისი სწავლება ყოველთვის ღვთის სიტყვას ეფუძნებოდა. როცა ხალხი აქებდა, იესო მთელ დიდებას იეჰოვას მიაგებდა. მისი უმთავრესი მიზანი იეჰოვასგან დავალებული საქმის შესრულება იყო (იოან. 17:4).

როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს, როცა . . .

  • ბიბლიის შესწავლას ვატარებთ ან სცენიდან ვასწავლით?

  • სხვები გვაქებენ?

  • საქმე ეხება იმას, თუ რას რამდენ დროს ვუთმობთ?