იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
გამოავლინე ქრისტეს მსგავსი თავმდაბლობა და მოკრძალება
მართალია, იესო ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი იყო, მაგრამ დიდებას ყოველთვის იეჰოვას მიაგებდა, რითაც თავმდაბლობასა და მოკრძალებას ავლენდა (იოან. 7:16—18). მისგან განსხვავებით, ანგელოზს, რომელიც სატანად იქცა, ეშმაკიც ეწოდა, რაც „ცილისმწამებელს“ ნიშნავს (იოან. 8:44). სატანის მსგავს განწყობას ავლენდნენ ამაყი ფარისევლები, რომლებიც ნებისმიერს შეურაცხყოფდნენ, ვინც მესიის მიმართ რწმენას ავლენდა (იოან. 7:45—49). როგორ მივბაძოთ იესოს, როცა კრებაში პასუხისმგებლობები გვეკისრება ან სხვადასხვა დავალება გვეძლევა?
უყურეთ ვიდეოს «„გიყვარდეთ ერთმანეთი“ — ერიდეთ შურსა და ტრაბახს» (ნაწილი 1) და უპასუხეთ ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
რაში გამოვლინდა ალექსის სიამაყე?
უყურეთ ვიდეოს «„გიყვარდეთ ერთმანეთი“ — ერიდეთ შურსა და ტრაბახს» (ნაწილი 2) და უპასუხეთ ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
როგორ გამოავლინა ალექსმა თავმდაბლობა?
როგორ გაამხნევა ალექსმა ბილი და კარლი?
უყურეთ ვიდეოს «„გიყვარდეთ ერთმანეთი“ — ერიდეთ სიამაყესა და უწესობას» (ნაწილი 1) და უპასუხეთ ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
როგორ გამოჩნდა, რომ ძმა ჰარისს მოკრძალება აკლდა?
უყურეთ ვიდეოს «„გიყვარდეთ ერთმანეთი“ — ერიდეთ სიამაყესა და უწესობას» (ნაწილი 2) და უპასუხეთ ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
როგორ გამოავლინა ძმა ჰარისმა მოკრძალება?
რა ისწავლა ფეიმ მისგან?