ქრისტიანული ცხოვრება
გაიწაფეთ გონება!
ათლეტი გამუდმებით უნდა ვარჯიშობდეს, რომ ფორმაში იყოს. მსგავსად ამისა, ჩვენც ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ გონების გაწაფვას (ებრ. 5:14). მართალია, შეიძლება გვქონდეს ცდუნება, რომ სხვებს მივბაძოთ და მათი სინდისით ვიხელმძღვანელოთ, მაგრამ ფაქტია, პირადი გადაწყვეტილებების მისაღებად თავად გვმართებს სინდისის გაწაფვა. რატომ ვამბობთ ამას? თითოეული ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე (რომ. 14:12).
ღვთის მსახურებაში გატარებულმა არაერთმა წელმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ბრძნულ გადაწყვეტილებებს თავისთავად მივიღებთ. ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად ბოლომდე უნდა ვენდოთ იეჰოვას, მის სიტყვას და ორგანიზაციას (იეს. 1:7, 8; იგავ. 3:5, 6; მათ. 24:45).
უყურეთ ვიდეორგოლს „სუფთა სინდისი გქონდეთ“, და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
-
რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო ემას?
-
რატომ არ უნდა მოვახვიოთ თავს პირადი აზრი სხვებს, როცა საქმე სინდისით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს ეხება?
-
რა ბრძნული რჩევა მისცა ერთმა წყვილმა ემას?
-
სად მოიძია ემამ საჭირო ინფორმაცია?