ღვთის სიტყვის საუნჯე
ბოლომდე უერთგულეთ იეჰოვას!
ქალებ იეფუნეს ძე ახალგაზრდობიდან მთელი გულით ენდობოდა იეჰოვას (იეს. 14:7, 8).
იგი მაშინაც მიენდო ღმერთს, როცა მისგან მეტად საპასუხისმგებლო დავალება მიიღო (იეს. 14:10—12; w04 12/1 12 ¶2).
ქალებ იეფუნეს ძე იეჰოვამ უხვად დააჯილდოვა ერთგულებისთვის (იეს. 14:13, 14; w06 10/1 18 ¶11).
ქალებ იეფუნეს ძე მიჰყვებოდა იეჰოვას ხელმძღვანელობას და იმკიდა კურთხევებს, რაც მას რწმენას მატებდა. მის მსგავსად, როცა ვხედავთ, როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე და როგორ გვხელმძღვანელობს, რწმენა გვიმტკიცდება და ერთგულად მსახურების სურვილი გვიძლიერდება (1 იოან. 5:14, 15).