ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ
ნუგეშისთვის იეჰოვას მიმართეთ
„შეეშინდა ელიას და თავის გადასარჩენად გაიქცა“ (1 მეფ. 19:3, 4; w19.06 15 ¶5).
იეჰოვამ მას საჭირო დახმარება გაუწია და სასწაულებრივად უჩვენა თავისი ძალა (1 მეფ. 19:5—7, 11, 12; ia 103 ¶13; 106 ¶21).
შემდეგ ღმერთმა მას დავალება მისცა (1 მეფ. 19:15—18; ia 106 ¶22).
დღეს იეჰოვა თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით გვესაუბრება. ის შეგვახსენებს, რომ მისთვის ძვირფასები ვართ და სხვადასხვა დავალებას გვაძლევს (1 კორ. 15:58; კოლ. 3:23).