ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
ქორწინება — კავშირი, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება
ცოლ-ქმარი, რომელიც ღვთის ნორმებით ცხოვრობს, ერთმანეთსაც ანიჭებს სიხარულს და იეჰოვასაც განადიდებს (მარ. 10:9). მტკიცე და ბედნიერი ოჯახი რომ შეიქმნას, ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას ქრისტიანმა ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს.
აჯობებს, „სიყმაწვილის ასაკში“ არ დაიწყო ვინმესთან ურთიერთობა, რადგან მოზღვავებულმა სექსუალურმა სურვილებმა შეიძლება საღი აზრი დაგიბინდოს და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიგაღებინოს (1 კორ. 7:36). დაუქორწინებლობის წლები იმისთვის გამოიყენე, რომ უფრო დაუახლოვდე იეჰოვას და განივითარო ქრისტიანული თვისებები. ეს მომავლისთვის მოგამზადებს, რომ მტკიცე ოჯახი შექმნა.
ნუ იჩქარებ ოჯახის შექმნას; კარგად გაიცანი მომავალი მეუღლე (1 პეტ. 3:4). თუ მასთან მიმართებით რამე გაფიქრებს, გულახდილად ესაუბრე. სხვა ურთიერთობის მსგავსად ქორწინებაც უანგარო სიყვარულზე უნდა იყოს აგებული — ცოლ-ქმარი ერთმანეთის ინტერესებზე უნდა ზრუნავდეს და არა საკუთარზე (ფილ. 2:3, 4). თუ დაქორწინებამდე ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობ, მყარ საფუძველს უყრი ბედნიერ ქორწინებას.
ᲣᲧᲣᲠᲔ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ «ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐ — ᲜᲐᲬᲘᲚᲘ 3: „ᲒᲐᲛᲝᲗᲕᲐᲚᲔ ᲮᲐᲠᲯᲔᲑᲘ“», ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
როგორ მიდიოდა შეყვარებული წყვილის გაცნობის პროცესი?
-
რა შენიშნა დამ?
-
როგორ დაეხმარნენ მშობლები და რა გადაწყვეტილება მიიღო მან?