ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ
რატომ უნდა ვიყოთ მოკრძალებული და კმაყოფილი იმით, რაც გვაქვს?
ღვთის წინასწარმეტყველმა უარი თქვა იერობოამის ძღვენზე (1 მეფ. 13:7—10; w08 8/15 8 ¶4).
მოგვიანებით ის იეჰოვას მითითებას არ დაემორჩილა (1 მეფ. 13:14—19; w08 8/15 11 ¶15).
ურჩობა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა (1 მეფ. 13:20—22; w08 8/15 9 ¶10).
თუ კმაყოფილები ვიქნებით და გადაწყვეტილების მიღებისას იეჰოვას ვთხოვთ ხელმძღვანელობას, ბევრ პრობლემას ავერიდებით (1 ტიმ. 6:8—10).
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: ვჯერდები იმას, რაც მაქვს? გადაწყვეტილებების მიღებისას ვავლენ მოკრძალებას? (იგავ. 3:5; 11:2).