არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

ბიბლიური რჩევები მოიძიეთ ვებგვერდზე JW.ORG

ბიბლიური რჩევები მოიძიეთ ვებგვერდზე JW.ORG

ღვთის სიტყვა გვეხმარება, თავი გავართვათ პრობლემებს, რომლებიც ბოლო დღეებს სდევს თან (2 ტიმ. 3:1, 16, 17). თუმცა დროდადრო გვჭირდება დამხმარე საშუალებები, რათა ადვილად მივაკვლიოთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებულ რჩევებს. მაგალითად, ასეთი საკითხებია: შვილების აღზრდა, მეუღლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავება ან რწმენის გამოცდა, რომელსაც ხშირად მოზარდები ხვდებიან. ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით ბიბლიური რჩევების მოძიება შეგიძლიათ ვებგვერდზე jw.org (იგავ. 2:3—6).

აირჩიეთ „ბიბლიური საკითხები“ და ჩამონათვალში გადადით სასურველ კატეგორიაზე (იხილეთ 1-ელი სურათი); ან აირჩიეთ „ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ“ / „ᲡᲢᲐᲢᲘᲐᲗᲐ ᲡᲔᲠᲘᲔᲑᲘ“ და გადადით სასურველ თემაზე (იხილეთ მე-2 სურათი). იმავე საკითხების მოძიება შეგიძლიათ JW ბიბლიოთეკაშიც®. a კარგი იქნება, თუ გულისყურით გადაათვალიერებთ ჩვენს ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში განთავსებულ სტატიებს. ამასთანავე, კონკრეტული საკითხის მოსაძებნად jw.org-ზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ძიების ფუნქცია.

საძიებო ველში ჩაბეჭდეთ ქვემოთ მოცემული სიტყვები; შემდეგ ჩაინიშნეთ ის სტატია, რომლის წაკითხვასაც აპირებთ:

  • შვილების აღზრდა

  • დეპრესია მოზარდებში

  • მეუღლის სიკვდილი

a ამჟამად სტატიათა ზოგი სერია სრულად მხოლოდ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.