ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
იეჰოვა იხსნის სულდამწუხრებულებს
დროდადრო ყველა წუხს და ეს სულიერი სისუსტის მაჩვენებელი არ არის. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ზოგჯერ იეჰოვაც მწუხრდება (დაბ. 6:5, 6). მაგრამ რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ ხშირად ან მუდმივად რაღაცაზე ვწუხვართ?
ილოცეთ. იეჰოვას აღელვებს ჩვენი მდგომარეობა და სურს, რომ მენტალურად და ემოციურად ჯანმრთელები ვიყოთ. მან კარგად იცის, რა გვანიჭებს სიხარულს და რა გვამწუხრებს (ფსალმ. 7:9ბ). რაც მთავარია, იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე და გვეხმარება, თავი დავაღწიოთ სევდას და ვებრძოლოთ დეპრესიას (ფსალმ. 34:18).
იზრუნეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე. უარყოფითმა გრძნობებმა შეიძლება სიხარული დაგვაკარგვინოს და იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობასაც კი შეუქმნას საფრთხე. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ გულს ანუ შინაგან პიროვნებას (იგავ. 4:23).
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲠᲝᲒᲝᲠ ᲮᲐᲠᲝᲑᲔᲜ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲘ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲗ ᲓᲔᲞᲠᲔᲡᲘᲘᲡ ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
რა ნაბიჯები გადადგა ნიკიმ დეპრესიასთან გასამკლავებლად?
-
რატომ გადაწყვიტა ნიკიმ, რომ ექიმისთვის მიემართა? (მათ. 9:12).
-
საიდან გამოჩნდა ნიკის იეჰოვასადმი ნდობა?