არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

იყენებთ მსახურებაში jw.org-ის საწყის გვერდს?

იყენებთ მსახურებაში jw.org-ის საწყის გვერდს?

ჩვენი ვებგვერდის საწყის გვერდზე განთავსებული სტატიებისა თუ ვიდეოების მიზანი გულწრფელი ადამიანების მიზიდვაა (საქ. 13:48). იქ განთავსებული მასალა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებს აშუქებს.

როგორ შეგიძლიათ jw.org-ის საწყისი გვერდის მსახურებაში გამოყენება?

  • ხშირად შეამოწმეთ ვებგვერდი. გადახედეთ საწყის გვერდზე განთავსებულ აქტუალურ სტატიებს და დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ დაინტერესებულ ადამიანთან საუბრისას (ბოლო დროს განთავსებული დამატებითი მასალის სანახავად გადადით ბმულზე „იხილეთ მეტი“). ჩვენს ვებგვერდზე სიახლეებისთვის თვალყურის დევნება დაგეხმარებათ, მსახურებაში საჭირბოროტო საკითხებზე წამოიწყოთ საუბარი.

  • საწყის გვერდზე განთავსებული ვიდეოები და სტატიები საუბრის დასაწყებად გამოიყენეთ. ეს მასალა წარმოდგენას შეგიქმნით, რა აინტერესებს ხალხს.

  • აჩვენეთ საწყისი გვერდი. განყოფილებიდან „აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხი“ ყურადღება გაამახვილეთ რამდენიმე თემაზე და აუხსენით მსმენელს, როგორ მოიძიოს მეტი ინფორმაცია.

  • გაუგზავნეთ ბმული. ზოგი ერიდება იეჰოვას მოწმეებთან საუბარს, მაგრამ ჩვენს ვებგვერდს სიამოვნებით სტუმრობს. ამიტომ დაინტერესებულ ადამიანს გაუგზავნეთ საწყისი გვერდის ან კონკრეტული სტატიისა თუ ვიდეოს ბმული.