ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ
ღვთის ურყევი სიყვარული სატანის სიცრუისგან გვიცავს
სატანას სურს, დაგვაჯეროს, რომ იეჰოვა იწვევს ჩვენს ტანჯვას (იობ. 8:4).
ის ცდილობს, გვაფიქრებინოს, რომ ღვთისთვის სულერთია, შევინარჩუნებთ თუ არა მისადმი ერთგულებას (იობ. 9:20—22; w15 7/1 12 ¶3).
იეჰოვას ურყევი სიყვარული სატანის სიცრუისგან გვიცავს და ერთგულების შენარჩუნებაში გვეხმარება (იობ. 10:12; ფსალმ. 32:7, 10; w21.11 6 ¶14).
ᲔᲪᲐᲓᲔᲗ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ: განსაცდელების დროს რწმენა რომ არ მოგისუსტდეთ, დაფიქრდით, როგორ ავლენს იეჰოვა თქვენდამი სიყვარულს, ფურცელზე ჩამოწერეთ და ხშირად გადახედეთ.