არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს ღვთიური სიბრძნის შეძენაში

მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს ღვთიური სიბრძნის შეძენაში

ერთ-ერთი საშუალება, რითაც მშობლები შვილებს ღვთიური სიბრძნის შეძენაში ეხმარებიან, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაა. მოსმენილი, ნანახი და კომენტარებში მონაწილეობა მათ იეჰოვასთან დამეგობრებაში ეხმარება (კან. 31:12, 13). მშობლებო, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რომ კრების შეხვედრებიდან რაც შეიძლება მეტი ისწავლონ?

  • ეცადეთ, შეხვედრებს დარბაზში დაესწროთ (ფსალმ. 22:22).

  • დრო დაუთმეთ თანაქრისტიანებთან ურთიერთობას კრებამდე ან კრების შემდეგ (ებრ. 10:25).

  • ყველამ იქონიეთ კრების შეხვედრაზე განსახილველი პუბლიკაციები, იქნება ეს ელექტრონული თუ ბეჭდური.

  • დაეხმარეთ შვილებს, საკუთარი სიტყვებით მოამზადონ კომენტარი (მათ. 21:15, 16).

  • კრების შეხვედრებისა და იქ მოსმენილი მითითებების შესახებ დადებითად ისაუბრეთ.

  • მონაწილეობა მიაღებინეთ შვილებს დარბაზის დასუფთავებაში და წაახალისეთ, რომ უფროსებს გამოელაპარაკონ.

საკმაოდ დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო, რომ შვილები იეჰოვასთან დააახლოვოთ. თუ ზოგჯერ ფიქრობთ, რომ ამას თავს ვერ გაართმევთ, შეგიძლიათ იეჰოვას დახმარების იმედი გქონდეთ (ეს. 40:29).

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲝ, ᲛᲘᲔᲜᲓᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲓᲐ ᲘᲡ ᲫᲐᲚᲐᲡ ᲨᲔᲒᲛᲐᲢᲔᲑᲗ!“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:

  • სადამდე მიიყვანა დაღლილობამ ზაკი და ლეა?

  • რატომ უნდა მიმართონ მშობლებმა იეჰოვას დახმარებისთვის?

  • საიდან გამოჩნდა, რომ ზაკი და ლეა იეჰოვას ენდობოდნენ?