28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი
ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 103, 104
სიმღერა 30 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. მას „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“
(10 წთ.)
იეჰოვას გულმოწყალება აღძრავს, გონივრული მოთხოვნები ჰქონდეს ჩვენ მიმართ (ფსალმ. 103:8; w23.07 21 ¶5).
შეცდომების გამო ის გულს არ იცრუებს ჩვენზე (ფსალმ. 103:9, 10; w23.09 6, 7 ¶16–18).
იეჰოვას ახსოვს ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები და იმაზე მეტს არ მოელის ჩვენგან, ვიდრე შეგვიძლია (ფსალმ. 103:14; w23.05 26 ¶2).
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: ჩანს მეუღლისადმი ჩემს დამოკიდებულებაში, რომ ვბაძავ იეჰოვას და არ ვარ ზედმეტად მომთხოვნი?
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
-
ფსალმ. 104:24 – რას ვიგებთ ამ მუხლიდან იეჰოვას შემოქმედებითი უნარის შესახებ? (cl 55 ¶18)
-
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ფსალმ. 104:1–24 (th გაკვეთილი 11)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 4)
5. ინტერესის გაღვივება
(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. განიხილე ვიდეო „ბიბლიის სასწავლო კურსის მიმოხილვა“ მასთან, ვინც ბიბლიის შესწავლაზე დაგთანხმდა. (th გაკვეთილი 9)
6. მოხსენება
(5 წთ.) lmd დანართი 1, პუნქტი 6 – თემა: ქმარს ცოლი საკუთარი თავივით უნდა უყვარდეს (th გაკვეთილი 1)
სიმღერა 44
7. იცით თქვენი შესაძლებლობების ზღვარი?
(15 წთ.) განხილვა.
როცა იეჰოვასთვის საუკეთესოს ვიღებთ, ჩვენც ვხარობთ და მასაც ვუხარებთ გულს (ფსალმ. 73:28). თუმცა, თუ მხედველობიდან გამოგვრჩება, სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი, შეიძლება სტრესი შევუქმნათ საკუთარ თავს და გულგატეხილობამდეც კი მივიდეთ.
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „რეალისტური მოლოდინით მეტს მიაღწევთ“. შემდეგ ჰკითხე:
-
რას მოელის იეჰოვა ჩვენგან? (მიქ. 6:8).
-
რა დაეხმარა ახალგაზრდა დას, რომ ზედმეტად კონცენტრირებული არ ყოფილიყო თავის მიზანზე?
8. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) bt თავი 17 ¶8–12 და ჩარჩო 137-ე გვერდზე