არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

7–13 ოქტომბერი

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 92–95

7–13 ოქტომბერი

სიმღერა 84 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. იეჰოვას მსახურება ცხოვრების საუკეთესო გზაა

(10 წთ.)

იეჰოვა იმსახურებს ჩვენს თაყვანისცემას (ფსალმ. 92:1, 4; w18.04 26 ¶5).

ის თავის ხალხს სიბრძნეს აძლევს სწორი არჩევნის გასაკეთებლად (ფსალმ. 92:5; w18.11 20 ¶8).

იეჰოვა ძალიან აფასებს თავის ხანდაზმულ მსახურებს (ფსალმ. 92:12–15; w20.01 19 ¶18).

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: რა მიშლის ხელს, რომ თავი მივუძღვნა იეჰოვას და მოვინათლო?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 92:5 – როგორ გვიქმნის ეს სიტყვები წარმოდგენას იეჰოვას სიბრძნეზე? (cl 176 ¶18)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. ისე წაიყვანე საუბარი, რომ მსმენელს აუხსნა, როგორ ეხმარები სხვებს ბიბლიის შესწავლაში. (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 3)

5. ინტერესის გაღვივება

(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. ბიბლიის შესწავლა შესთავაზე მას, ვინც ადრე უარი გითხრა. (lmd გაკვეთილი 8, პუნქტი 4)

6. მოწაფეების მომზადება

(5 წთ.) იმსჯელე ბიბლიის შემსწავლელთან, რომელიც სულიერად წინ არ მიიწევს. (lmd გაკვეთილი 12, პუნქტი 5)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 5

7. წუხილი და შფოთვა ახალგაზრდებში

(15 წთ.) განხილვა.

წუხილისა და შფოთვისგან არც იეჰოვას მსახურები არიან დაზღვეული. შფოთი დავითსაც უკარგავდა მოსვენებას და ეს გრძნობა ღვთის თანამედროვე მსახურებისთვისაც არ არის უცხო (ფსალმ. 13:2; 139:23). სამწუხაროდ, წუხილი და შფოთვა ახალგაზრდებშიც საკმაოდ გავრცელებულია. ამის გამო ზოგისთვის ყოველდღიური საქმეების კეთებაც კი დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. მათ შეიძლება სკოლაში ან კრების შეხვედრაზე წასვლა ძალიან უჭირთ და დროდადრო შესაძლოა პანიკურ შეტევებს ან სუიციდურ ფიქრებს ებრძვიან.

ახალგაზრდებო, თუ შფოთვა და წუხილი მოსვენებას გიკარგავთ, დაელაპარაკეთ მშობელს ან მოწიფულ ქრისტიანს. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ გრძნობები იეჰოვას გაანდოთ და დახმარება სთხოვოთ (ფილ. 4:6). ის უეჭველად ამოგიდგებათ მხარში (ფსალმ. 94:17–19; ეს. 41:10). განვიხილოთ ერთი ძმის მაგალითი.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „იეჰოვა ზრუნავს ჩემზე“. შემდეგ ჰკითხე:

• რომელი ბიბლიური მუხლი დაეხმარა სტინგს და როგორ?

• როგორ ამოუდგა მას მხარში იეჰოვა?

მშობლებო, ყურადღებით მოუსმინეთ შვილებს, დაარწმუნეთ თქვენსა და იეჰოვას სიყვარულში (ტიტ. 2:4; იაკ. 1:19). გჯეროდეთ, რომ ღმერთი საჭირო ძალას მოგცემთ, რომ შვილს მხარში ამოუდგეთ.

შეიძლება ზოგჯერ წარმოდგენაც არ გვქონდეს, რა გრძნობებთან უწევთ და-ძმებს გამკლავება. ამიტომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მათ სითბო და სიყვარული ვაგრძნობინოთ (იგავ. 12:25; ებრ. 10:24).

8. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 81 და ლოცვა