არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

16–22 სექტემბერი

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 85–87

16–22 სექტემბერი

სიმღერა 41 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. ლოცვა მოთმინების ძალას გვაძლევს

(10 წთ.)

სთხოვეთ იეჰოვას, სიხარული მოგცეთ (ფსალმ. 86:4).

ილოცეთ, რომ იეჰოვა ერთგულების შენარჩუნებაში დაგეხმაროთ (ფსალმ. 86:11, 12; w12 5/15 25 ¶10).

ეჭვი ნუ შეგეპარებათ იმაში, რომ იეჰოვა უპასუხებს თქვენს ლოცვებს (ფსალმ. 86:6, 7; w23.05 13 ¶17, 18).


ᲰᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡ: ვლოცულობ უფრო ხშირად და ხანგრძლივად, როცა სირთულეებს ვხვდები? (ფსალმ. 86:3)

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 86:11 – რას ვიგებთ გულის შესახებ დავითის ლოცვიდან? (it „გული“ ¶14)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა. (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 5)

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა მას, ვინც წინა საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვა რომელიმე მიმდინარე მოვლენის გამო. (lmd გაკვეთილი 7, პუნქტი 4)

6. მოწაფეების მომზადება

(5 წთ.) lff გაკვეთილი 15, პუნქტი 5. ბიბლიის შემსწავლელს ესაუბრე, რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო კვირაში, როცა შენ ადგილზე არ იქნები, შესწავლა არ გაუცდეს. (lmd გაკვეთილი 10, პუნქტი 4)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 83

7. „ადვილად ნუ დანებდები“

(5 წთ.) განხილვა.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ. შემდეგ ჰკითხე:

  • რატომ შეიძლება ზოგჯერ გული გაგვიტყდეს მსახურებაში?

  • რატომ არ უნდა დავნებდეთ ადვილად?

8. კვლავაც შესთავაზეთ სხვებს ბიბლიის შესწავლა!

(10 წთ.) განხილვა.

თუ ამ თვის კამპანიის პერიოდში შეძელით ბიბლიის შესწავლის დაწყება ბროშურით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“, ალბათ ძალიან გახარებული ხართ. თქვენმა შემთხვევამ შესაძლოა სხვებიც ძალიან გაამხნევა. თუმცა, თუ ჯერ არ დაგიწყიათ ბიბლიის შესწავლა, შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენი ძალისხმევა ამაოა. რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ ამის გამო გული გაგიტყდათ?

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ღირსეულად წარვადგენთ თავს . . . სულგრძელობით“როცა ვქადაგებთ. შემდეგ ჰკითხე:

  • როგორ დაგვეხმარება 2 კორინთელების 6:4, 6, როცა მსახურებაში ჩვენი ძალისხმევა ფუჭი გვეჩვენება?

  • რა შეგიძლიათ შეცვალოთ, თუ ვერ იწყებთ ბიბლიის შესწავლას?

გახსოვდეთ, ჩვენი სიხარული ბიბლიის შესწავლების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. სიხარულის მიზეზს ის გვაძლევს, რომ იეჰოვა კმაყოფილია ჩვენი ძალისხმევით (ლუკ. 10:17–20). ასე რომ, მთელი გულმოდგინებით გააგრძელეთ კამპანიაში მონაწილეობა, „რადგან იცით, რომ ფუჭად არ შრომობთ“ ღვთისთვის (1 კორ. 15:58).

9. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 39 და ლოცვა