ეს არის ჩემი ოჯახი
ჩამოტვირთეთ:
1. ჩვენ ვართ ოჯახი ერთი,
ჩვენზე ზრუნავს თვით ღმერთი.
ეს ვიცით და ეს გვახარებს.
გვიყვარს ჩვენ ერთად ყოფნა,
საუბარი და ლოცვა.
ვიცით, რომ იეჰოვა გვისმენს ჩვენ.
და მას უყვარს ყველა ხალხი,
უყვარს შენი ოჯახიც.
(მისამღერი)
ოჯახში ყველა ვართ
გაერთიანებულნი.
დიდსა თუ პატარას
გვაქვს ჩვენი ადგილი.
და ვიცით, რომ ვუყვარვართ
ჩვენ იეჰოვა ღმერთს მთელი გულით.
2. გვიყვარს ჩვენ ერთად შრომა.
მარად ვითანამშრომლებთ,
თუ ღმერთს ყურს ვუგდებთ, მოვუსმენთ.
გვაქვს ჩვენ სურვილი ერთი,
გვყავდეს ვინმე ჩვენ გვერდით,
ვინც წაგვიძღვება ყოველდღე.
ამიტომაც ღმერთმა შექმნა
ოჯახი, რაც მახარებს.
(მისამღერი)
ოჯახში ყველა ვართ
გაერთიანებულნი.
დიდსა თუ პატარას
გვაქვს ჩვენი ადგილი.
და ვიცით, რომ ვუყვარვართ
ჩვენ იეჰოვა ღმერთს მთელი გულით.