არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე, დედიკო და იეჰოვა

მე, დედიკო და იეჰოვა

ჩამოტვირთე:

  1. 1. დედა ჩემთვის შრომობს ბევრს

    ის ზრუნავს ჩემზე სულ.

    ვლოცულობთ ჩვენ ყოველდღე

    ეს მიხარებს გულს.

    ძალიან მიყვარს მე

    ჩემი ციცქნა ოჯახი,

    ჩვენ ერთად შევძლებთ ბევრს, ყველაფერს,

    დედიკო, მე და ღმერთი.

  2. 2. ყოველ ღამით ძილის წინ

    ვიკვლევთ ღვთის სიტყვას.

    ტიმოთე მე მიყვარს

    იმიტომ რომ მგავს.

    დედამ მას ასწავლა

    ღვთის გზაზე ის დააყენა.

    მეც ტიმოთესავით მყავს გვერდით

    დედიკოც, ჩემი ღმერთიც.

    (დასასრული)

    მუდამ ვეტყვი მადლობას ჩემს ღმერთს

    და ყოველთვის მოვუსმენ.

    იეჰოვას სიყვარულს დავუმტკიცებ,

    გავახარებ დედიკოს და ძვირფას ღმერთს.