მოვითმინოთ ნოეს მსგავსად
ჩამოტვირთეთ:
1. ნოე ერთგული იყო, ღმერთს ის გულს უხარებდა.
ის ოჯახს თავს ევლებოდა, მათ სწორ გზას უჩვენებდა.
წარღვნის წინ კიდობანი მათ ერთად ააგეს,
ღმერთს უსმენდნენ და ერთად ყველა ხალხს უქადაგეს.
(მისამღერი)
ნოე უსმენდა იეჰოვას
და ქადაგებდა ყველგან,
მხნე, შეუპოვარი.
თუკი მეც მივბაძავ ნოეს,
შევძლებ, რომ მეც გავხდე
ღვთის მეგობარი.
2. როცა ქადაგებდნენ, ხალხი დასცინოდა მათ.
თუმც ნოეს საქმე ერთგულად ბოლომდე მიჰყავდა.
ბოროტ და ღვთის მგმობელ ხალხში ის ოჯახს იცავდა.
მათი მოთმინება ღმერთს დიდად ახარებდა.
(მისამღერი)
ნოე უსმენდა იეჰოვას
და ქადაგებდა ყველგან,
მხნე, შეუპოვარი.
თუკი მეც მივბაძავ ნოეს,
შევძლებ, რომ მეც გავხდე
ღვთის მეგობარი.