არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 14

განადიდეთ დედამიწის ახალი მეფე!

განადიდეთ დედამიწის ახალი მეფე!

(ფსალმუნი 2:12)

  1. 1. ყველა ერიდან ღვთის ერთგული

    ხალხი იკრიბება.

    ქრისტე და მისი ცხებულნი

    მათ თავს უყრიან ყველგან.

    ღვთის სამეფო იშვა უკვე,

    რაც იმედს გვაძლევს და ნუგეშს.

    ვლოცულობთ, რომ მალე შესრულდეს

    დედამიწაზეც ღვთის ნება.

    (მისამღერი)

    მარად ადიდებდეთ იეჰოვას, მის ძეს,

    მეფეთ მეფეს და უფალთ უფალს.

    მის წინაშე ყველა ერთად ვიხრით ქედს

    და განვადიდებთ მას.

  2. 2. ქრისტეს, მეფეს, ერთხმად ვაქებთ,

    სიმღერით ვესალმებით.

    ის მშვიდობის მთავარია და

    მოსამართლე, მხსნელი.

    სიხარული გველოდება,

    მიზეზი შიშის გაქრება

    და მრავალი მკვდრეთით აღდგება.

    მოდის ჟამი ბედნიერი!

    (მისამღერი)

    მარად ადიდებდეთ იეჰოვას, მის ძეს,

    მეფეთ მეფეს და უფალთ უფალს.

    მის წინაშე ყველა ერთად ვიხრით ქედს

    და განვადიდებთ მას.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 2:6; 45:1; ეს. 9:6; იოან. 6:40)