ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 26
ეს ჩემთვის გააკეთეთ
-
1. ქრისტეს სხვა ცხვარი ჰყავს, რომელიც ცხებულ ძმებს
ყველა საქმეში გვერდით ჰყავს, მხარს უჭერს.
პატარძლისთვის რასაც
„სხვა ცხვარი“ აკეთებს,
ქრისტე თვლის, რომ ის ჯილდოს იმსახურებს.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
„თუ იშრომეთ მათთვის, ჩემთვის იშრომეთ.
თუ იზრუნეთ მათზე, ჩემზე იზრუნეთ.
თუ დაეხმარეთ მათ, მე დამეხმარეთ.
თუ ანუგეშეთ, მანუგეშეთ მე.
თუ იშრომეთ მათთვის, ჩემთვის იშრომეთ“.
-
2. „როცა მშიოდა და როცა მწყუროდა მე,
ხელი მაშინვე თქვენ გამომიწოდეთ“.
„როდის გავაკეთეთ ეს?“, –
„სხვა ცხვარი“ ჰკითხავს,
და პასუხად მეფე ეტყვის აი რას:
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
„თუ იშრომეთ მათთვის, ჩემთვის იშრომეთ.
თუ იზრუნეთ მათზე, ჩემზე იზრუნეთ.
თუ დაეხმარეთ მათ, მე დამეხმარეთ.
თუ ანუგეშეთ, მანუგეშეთ მე.
თუ იშრომეთ მათთვის, ჩემთვის იშრომეთ“.
-
3. „თქვენ მე მიერთგულეთ კარგი საქმეებით,
რომ ქადაგებდით ჩემი ძმების გვერდით“.
ამიტომ მეფე ეტყვის
მის მარჯვნივ მდგომ ცხვარს:
„თქვენ სამკვიდროდ გაძლევთ მთელ დედამიწას“.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
„თუ იშრომეთ მათთვის, ჩემთვის იშრომეთ.
თუ იზრუნეთ მათზე, ჩემზე იზრუნეთ.
თუ დაეხმარეთ მათ, მე დამეხმარეთ.
თუ ანუგეშეთ, მანუგეშეთ მე.
თუ იშრომეთ მათთვის, ჩემთვის იშრომეთ“.
(იხილეთ აგრეთვე იგავ. 19:17; მათ. 10:40–42; 2 ტიმ. 1:16, 17)