ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 33
მიანდე იეჰოვას შენი საზრუნავი
-
1. იეჰოვა, წმინდა ღმერთო,
ლოცვა ჩემი ისმინე.
იგრძენი ჩემი ტკივილი,
შიში დამაძლევინე.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
შენი ტვირთი, საზრუნავი,
მიანდე იეჰოვას სრულად.
ერთგული და ჭეშმარიტი
ღმერთი დაგიცავს მუდამ.
-
2. მტრედივით რომ მქონდეს ფრთები,
საფრთხეს გავშორდებოდი,
მოძულეთა ყიჟინისგან
დაცული ვიქნებოდი.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
შენი ტვირთი, საზრუნავი,
მიანდე იეჰოვას სრულად.
ერთგული და ჭეშმარიტი
ღმერთი დაგიცავს მუდამ.
-
3. იეჰოვა გვანუგეშებს,
გვაძლევს სიმშვიდეს ულევს,
სიკეთით და სიყვარულით
მძიმე ტვირთს გვიმსუბუქებს.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
შენი ტვირთი, საზრუნავი,
მიანდე იეჰოვას სრულად.
ერთგული და ჭეშმარიტი
ღმერთი დაგიცავს მუდამ.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 22:5; 31:1–24)