არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 4

„იეჰოვაა ჩემი მწყემსი“

„იეჰოვაა ჩემი მწყემსი“

(ფსალმუნი 23)

  1. 1. იეჰოვა, ჩემი მწყემსი,

    სიცოცხლისკენ მიმიძღვის.

    იცის ჩემი გულის წადილი.

    მას გულმშვიდად მივყვები.

    წყალუხვი ადგილებისკენ,

    სიყვარულით მიმიძღვის,

    ის ყოველთვის ზრუნავს ჩემზე და

    მავსებს სულის სიმშვიდით.

    ის ყოველთვის ზრუნავს ჩემზე და

    მავსებს სულის სიმშვიდით.

  2. 2. მაცოცხლებს შენი მცნებები,

    სიმართლის ბილიკები,

    გთხოვ, შენი სახელის გულისთვის

    მატარე ერთგულებით.

    თუ ვარ ბნელით მოცულ ხევში,

    შენი კვერთხი დამიცავს,

    საფრთხესაც არ შევუშინდები,

    რადგან ჩემი ღმერთი ხარ.

    საფრთხესაც არ შევუშინდები,

    რადგან ჩემი ღმერთი ხარ.

  3. 3. იეჰოვა, შენ ხარ მწყემსი,

    სიცოცხლისკენ მიმიძღვი,

    ძალას მმატებ და მანუგეშებ,

    რაც მჭირდება, შენ იცი.

    იმედს შენზე დავამყარებ,

    შენ ხარ ღმერთი ცოცხალი,

    გთხოვ, რომ არასოდეს არ მომაკლო

    ზრუნვა და სიყვარული.

    გთხოვ, რომ არასოდეს მომაკლო

    ზრუნვა და სიყვარული.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 28:9; 80:1)