არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 83

კარდაკარ

კარდაკარ

(საქმეები 20:20)

  1. 1. კარდაკარ ყველგან ვავრცელებთ

    იეჰოვას სიტყვას,

    ქალაქებში თუ სოფლებში,

    ყველგან ვკვებავთ მის ცხვარს.

    როგორც ქრისტემ თქვა, ცნობას ღვთის

    სამეფოს შესახებ

    დიდი თუ პატარა ამცნობს

    მთელ დედამიწაზე.

  2. 2. კარდაკარ ყველგან ვახარებთ

    ცნობას ხსნის შესახებ,

    რომ გადარჩება, ვინც უხმობს

    ღვთის დიდებულ სახელს.

    მაგრამ ვისაც არ იცნობენ,

    როგორ განადიდონ?!

    ღვთის მსახურთ სურთ, ღვთის სახელი

    კარდაკარ აუწყონ.

  3. 3. წავიდეთ, რომ გავავრცელოთ

    სამეფოს ცნობა, და

    ხალხმა თავადვე განსაზღვროს,

    მიიღოს თუ არა.

    ვაცხადებთ ჭეშმარიტებას,

    იეჰოვას სახელს.

    რადგან დავდივართ კარდაკარ,

    იქ ვიპოვით მის ცხვრებს.

(იხილეთ აგრეთვე საქ. 2:21; რომ. 10:14)