ვაგრძელებ მშვიდად გზას
ჩამოტვირთეთ:
1. ელი სიკეთეს, მაგრამ ხედავ, დღეს ღიმილს არვინ იმეტებს.
წარბს არვინ ხსნის და შენც არ იცი, დღეს მშვიდად თუ გალევ.
და ეს ქაოსიც ჩვენ ყოველდღე საფიქრალს გვიმატებს.
მაგრამ მშვიდობის ღმერთი სიმშვიდით დღითი დღე გულს გვიმაგრებს.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
რაც არ უნდა თქვან, გულთან არ მიმაქვს, ვაგრძელებ მშვიდად გზას.
გულში კვლავ ამ სიმღერას ვღიღინებ ლაღად და თვალწინ სამოთხე მიდგას.
2. დღე გათენდა და მზად ვარ, ხალისით კვლავაც ბევრი ვაკეთო.
რა მელის წინ, ეს არ ვიცი, ნეტავ რას მომიტანს დრო?
ლოცვით შევთხოვ ღმერთს, შევძლო ბოლომდე ვიყო მე მომთმენი.
და ჩემი სიკეთით ვაჩვენო ირგვლივ სხვებს, თუ ღვთისგან რას მოველი.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
რაც არ უნდა თქვან, გულთან არ მიმაქვს, ვაგრძელებ მშვიდად გზას.
გულში კვლავ ამ სიმღერას ვღიღინებ ლაღად და თვალწინ სამოთხე მიდგას.
(ᲮᲘᲓᲘ)
თუ დღე რუხი ფერია,
მშვიდად ფიქრიც კი ძნელია.
ღვთის სიმშვიდე შენს გულს დაიცავს,
გაგრძნობინებს უსაფრთხოდ თავს.
3. გვჯერა, სიმშვიდე ყველგან იმეფებს. ვიცით, ღამეს შეცვლის დღე.
არასდროს ვუსმენთ ირგვლივ საშიშ ხმებს, ყველას ვუმხელთ ღვთის სიტყვებს.
სანდო რჩევებით ღმერთიც მხარს გვიჭერს. გვსურს, მის ხმას მუდამ მივყვეთ
და მტკიცე გულით სვლას ვაგრძელებთ, არასდროს ვკარგავთ იმედს.