მახსოვს შენი შეხსენებები
ჩამოტვირთეთ:
1. მსურს, ვიცოდე, როგორ მოვიქცე.
ეს პატივი არის და არ ავნებს ჩემს გულს.
უარის თქმით, ალბათ, მოვიკლებ სიხარულს.
ო, ღმერთო, როგორ მოვიქცე? რა გზას დავადგე?
რა ვიღონო? რა ავირჩიო?
შესაძლოა თავი საფრთხეში ჩავიგდო
და მახეებსაც თავი ვერ ავარიდო.
ო, ღმერთო, როგორ მოვიქცე? იეჰოვა, გთხოვ მისმინე!
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მე ვიცავ შენს მცნებებს და შენს შეხსენებებს
და ყოველ ჩემს გზაზე მე ვიხსენებ შენს გზებს.
ყველაფერი, რასაც შენი სიტყვიდან ვსწავლობ, მე მაბრძენებს.
2. რა ვიღონო ახლა, ვხედავ უკვე ნათლად.
ყველაფერი დღეს უკეთ ავწონ-დავწონე
და მცირედში მსურს, ვიყო დღეს ერთგული მე.
ვიცი დღეს, რა გზას დავადგე. ვიცი ზუსტად ეს მე.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მე ვიცავ შენს მცნებებს და შენს შეხსენებებს,
რაც გულს განმიმტკიცებს და ეს იცავს ჩემს გზებს.
ყველაფერი, რასაც შენი სიტყვიდან ვსწავლობ, მე მაბრძენებს.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მე ვიცავ შენს მცნებებს და შენს შეხსენებებს.
ეს გულს განმიმტკიცებს და ეს იცავს ჩემს გზებს.
როცა ვკითხულობ შენს სიტყვას, გულს მინათებს.
გხედავ ჩემ გვერდით შენ დიდებული ძალით.
ყველაფერი, რასაც შენი სიტყვიდან ვსწავლობ, მე მაბრძენებს.