არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღიმილი

ღიმილი

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. უამრავ ამბავს მოვყვებით,

    ვიტყვით სიტყვას, ჯერ არ თქმულს.

    მრავალ სურათსაც დავხატავთ,

    შეეხება კი, ეს გულს?

    შეგვიძლია თბილი სიტყვით,

    საქმით რაღაცის შეცვლა,

    მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ

    ღიმილი გვჭირდება.

    (მისამღერი)

    ღიმილი მოგიშუშებს ჭრილობებს,

    ღიმილი წარგიმართავს ნაბიჯებს,

    როცა ლოცულობ, აღწევ მიზანს შენ.

    მაშინ ნახავ, რომ ღიმილს ასხივებ.

  2. 2. ამ ქვეყნიერებაში გულგრილობას ვაწყდებით,

    ბევრს იმედი უცრუვდება, დაღლილ-დაქანცულს ვხვდებით.

    მათ სახეზე აღბეჭდილი სევდა შესამჩნევია,

    ამიტომ გვსურს, ვანუგეშოთ, ისინი ჩვენ გველიან.

    (მისამღერი)

    ღიმილი მოგიშუშებს ჭრილობებს,

    ღიმილი წარგიმართავს ნაბიჯებს,

    როცა ლოცულობ, აღწევ მიზანს შენ.

    მაშინ ნახავ, რომ ღიმილს ასხივებ.

  3. 3. ზოგჯერ გული გვიტყდება, როცა არვინ გვისმენს

    და ცნობას საიმედოს ყურად რომ არ იღებენ.

    რადგან გული უქვავდებათ, უჭირთ ცნობის მიღება,

    იქნებ ყინული დაადნოს გულწრფელმა ღიმილმა?

    (მისამღერი)

    ღიმილი მოგიშუშებს ჭრილობებს,

    ღიმილი წარგიმართავს ნაბიჯებს,

    როცა ლოცულობ, აღწევ მიზანს შენ.

    მაშინ ნახავ, რომ ღიმილს ასხივებ.