ყოველ დღეს აქვს თავისი საწუხარი
ჩამოტვირთეთ:
1. მთელი გულით მჯერა, რომ ღმერთის სამეფო
სამოთხეს დაამყარებს და სიცოცხლით დაგვატკბობს.
თუმც, როცა დარდი მიტეხს გულს,
ვერ აღვიქვავ ღვთის სიყვარულს,
ვერ ვხედავ ნათლად ღვთის აღთქმებს, როცა სევდა, დარდი მძლევს,
მაგრამ ღმერთი არ გვტოვებს.
(მისამღერი)
როცა წუხილი მომიცავს,
მყის ლოცვას ვიწყებ გულითადს,
ვენდობი მე ღვთის ძალას.
იეჰოვა მე არ მტოვებს,
ის თბილად მანუგეშებს,
მჩუქნის მზრუნველ მეგობრებს.
ყოველ დღეს აქვს თავისი საწუხარი,
დღევანდელზე ვწუხვარ დღეს,
ხვალ ვიზრუნებ მე ხვალინდელზე,
ეს მგვრის სიმშვიდეს,
დიდ სიმშვიდეს.
2. მე ვზრუნავ შენზე იცოდე,
არ დაივიწყო ეს.
გაიხარე სიცოცხლით,
ტვირთი ნუ დაგამძიმებს.
ჩასწვდი ღვთის სიყვარულს შენ,
მან ჩვენთვის გაიმეტა ძე,
მაშ, მტკიცე გულით ენდე ღმერთს,
ის სიცოცხლით ჩვენ გვაკურთხებს,
მაშ, იყავი შენ მხნედ.
(მისამღერი)
დარდი თუ მოგვიცავს,
მყის ლოცვას ვიწყებთ გულითადს,
ვენდობით ჩვენ ღვთის ძალას.
იეჰოვა ჩვენ არ გვტოვებს,
ის თბილად გვანუგეშებს,
გვჩუქნის მზრუნველ მეგობრებს.
ყოველ დღეს აქვს თავისი საწუხარი,
დღევანდელზე ვწუხვართ დღეს,
ხვალ ვიზრუნებთ ჩვენ ხვალინდელზე,
ეს გვგვრის სიმშვიდეს,
დიდ სიმშვიდეს.
(მისამღერი)
დარდი თუ მოგვიცავს,
მყის ლოცვას ვიწყებთ გულითადს,
ვენდობით ჩვენ ღვთის ძალას.
იეჰოვა ჩვენ არ გვტოვებს,
ის თბილად გვანუგეშებს,
გვჩუქნის მზრუნველ მეგობრებს.
ყოველ დღეს აქვს თავისი საწუხარი,
დღევანდელზე ვწუხვართ დღეს,
ხვალ ვიზრუნებთ ჩვენ ხვალინდელზე,
ეს გვგვრის სიმშვიდეს,
დიდ სიმშვიდეს,
დიდ სიმშვიდეს.