არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შიში ნუ გიპყრობს

შიში ნუ გიპყრობს

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. გვიბინდავს ზოგჯერ სირთულე გონებას.

    და გვაკარგვინებს ეს წონასწორობას.

    და თუ ოდესმე სევდა გვძლევს,

    გული არ უნდა გაგვიტყდეს.

    ღმერთს შენ

    მიმართე.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    შიში ნუ გიპყრობს, ღმერთია ჩვენთან,

    გვიცავს თავისი სიმართლის მარჯვენით.

    და თუ გაგვიჭირდება,

    უნდა გვახსოვდეს, მარტო რომ არ ვართ.

    არა, მარტო არ ვართ.

    ღმერთს შენ

    ლოცვით მიმართე.

  2. 2. ის მეგობრებით მხარში გვიდგება.

    მათი ლოცვები ჩვენ ძლიერ გვეხმარება.

    ღვთის სიტყვის კითხვა ყოველდღე

    ჩვენ საჭირო ძალებს გვაძლევს.

    როცა ვწუხთ,

    ვუხმობთ ღმერთს.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    შიში ნუ გიპყრობს, ღმერთია ჩვენთან,

    გვიცავს თავისი სიმართლის მარჯვენით.

    და თუ გაგვიჭირდება,

    უნდა გვახსოვდეს, მარტო რომ არ ვართ.

    ლოცვით მიმართე ღმერთს,

    ჩვენს ღმერთს.

    (ᲮᲘᲓᲘ)

    და მწუხრის ჟამი თუ გიდგას დღეს,

    მხნედ იყავი,

    ღმერთს მიენდე.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    შიში ნუ გიპყრობს, ღმერთია ჩვენთან,

    გვიცავს თავისი სიმართლის მარჯვენით.

    და თუ გაგვიჭირდება,

    უნდა გვახსოვდეს, მარტო რომ არ ვართ.

    არა, მარტო არ ვართ.

    ღმერთს შენ

    ლოცვით მიმართე.