არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 107

ავიდეთ იეჰოვას მთაზე

ავიდეთ იეჰოვას მთაზე

(ესაია 2:2—4)

1. თვალნი აღაპყარით,

ნახეთ იეჰოვას მთა.

ახლა ის აღიმართა

ყველა მთაზე მაღლა.

ყველა მხრიდან ხალხი

მოდის და იკრიბება,

სურთ, ღმერთს დაემორჩილონ

და მას სცემენ თაყვანს.

დადგა დრო და ახლა

დიდად იქცა პატარა ერი.

ვასრულებთ ჩვენს მიზნებს

და ყველას გვაქვს ღვთის კურთხევები.

უკვე თაყვანს სცემს ღმერთს

მილიონობით ხალხი.

დებენ უმწიკვლობის და

ერთგულების აღთქმას.

2. გვამცნო იესომ, რომ

ღვთის სიტყვა ვამცნოთ სხვებს და

ცნობა მის სამეფოზე

მივუტანოთ ყველას.

უკვე ქრისტე მეფობს,

ის გვიხმობს მასთან დავდგეთ,

რომ ღვთის სიტყვას უსმინონ

ყველგან თავმდაბლებმა.

უამრავ ხალხს ვხედავთ,

მისი რიცხობრივი ზრდით ვხარობთ.

ამიტომ ვიღვაწოთ,

რომ მათ იეჰოვა გავაცნოთ.

მოდით, ხალხს ვაჩვენოთ

გზა იეჰოვას მთისკენ

და ყველამ გადავწყვიტოთ

მის მთაზე დარჩენა.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 43:3; 99:9; ეს. 60:22; საქ. 16:5)