არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 28

ახალი სიმღერა

ახალი სიმღერა

(ფსალმუნი 98)

1. ყველამ ადიდოს ღმერთი ახალი სიმღერით,

მის დიდ საქმეებზე ყველას მოუყევით.

ადიდეთ ღვთის მკლავი, რომელიც სულ იმარჯვებს,

ის სამართლიანად ხალხებს ასამართლებს.

(მისამღერი)

ახალი სიმღერა

იმღერეთ!

უმღერეთ

იეჰოვა მეფეს!

2. ღვთის სახელი აქეთ და მას პატივი ეცით!

ჩვენს ღმერთს სიხარულით ფსალმუნი უძღვენით!

დასჭექოს ბუკმა, ქნარმა თუ საყვირმა ერთად,

ღვთის ქების ამ ნაკადს შეუერთდით ყველგან.

(მისამღერი)

ახალი სიმღერა

იმღერეთ!

უმღერეთ

იეჰოვა მეფეს!

3. დაე ზღვა და რაც მასშია, ღმერთს ადიდებდეს,

და მიწის ქმნილებებს ყველა შეუერთდეს!

იმღერონ ქება გორებმა, მთებმა, ველებმა,

გაიხარონ წყლებმა და მდინარეებმა.

(მისამღერი)

ახალი სიმღერა

იმღერეთ!

უმღერეთ

იეჰოვა მეფეს!

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 96:1; 149:1; ეს. 42:10)