არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 124

გამოიჩინეთ სტუმართმოყვარეობა

გამოიჩინეთ სტუმართმოყვარეობა

(საქმეები 17:7)

1. იეჰოვა არის სტუმართმოყვარე,

მიუკერძოებლად ზრუნავს ყველაზე.

წვიმას და მზეს გვაძლევს, არავის უკავებს,

გვაძლევს საკვებს და გვიხარებს გულს,

თუ თავმდაბლებთან ჩვენ ვავლენთ სიკეთეს,

როგორც ღვთის ძეები, მივბაძავთ ჩვენს ღმერთს.

აგვინაზღაურებს ღმერთი ამ სიკეთეს,

გულით გამოვლენილ სიყვარულს.

2. რა სიკეთეს მოიტანს, ჩვენ არ ვიცით,

თუ სხვებს დავეხმარებით გასაჭირში.

ვზრუნავთ სხვებზეც და მათ ვუწევთ დახმარებას,

სტუმართმოყვრულად ვართ ყველასთან.

ძველ დროში მცხოვრები ლიდიასავით,

ვამბობთ, ჩემთან მოდით, ჩემს სახლში დარჩით.

თუ ჩვენთან რჩებიან, გულმშვიდად არიან.

გულმოწყალებაში ღმერთს ვბაძავთ.