არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 102

ვიმღეროთ სამეფოს შესახებ სიმღერა!

ვიმღეროთ სამეფოს შესახებ სიმღერა!

(ფსალმუნი 98:1)

1. გამარჯვების სიმღერა, დიდებული,

განადიდებს დღეს უზენაეს ღმერთს.

გვაიმედებს, გვიხმობს ერთგულებისკენ,

მოდით, ყველამ სამეფოს უმღერეთ.

(მისამღერი)

ტახტზე მჯდომ ღმერთს თაყვანი ვცეთ,

ძის მეფობა ყველას ამცნეთ!

განადიდეთ ღმერთის წმინდა სახელი

და სამეფოს სიმღერა ისწავლეთ.

2. ამ სამეფო სიმღერით ვაცხადებთ, რომ

ღვთის ძის მეფობა ყველგან ვრცელდება.

დაიბადა ახალი ერიც და ის

ესალმება ქრისტეს გამეფებას.

(მისამღერი)

ტახტზე მჯდომ ღმერთს თაყვანი ვცეთ,

ძის მეფობა ყველას ამცნეთ!

განადიდეთ ღმერთის წმინდა სახელი

და სამეფოს სიმღერა ისწავლეთ.

3. სამეფოს სიმღერის თბილ, ნათელ სიტყვებს

ყველგან სწავლობენ თავმდაბლები დღეს,

ისინი მთელ დედამიწაზე ყველას

მოუწოდებენ მისი სწავლისკენ.

(მისამღერი)

ტახტზე მჯდომ ღმერთს თაყვანი ვცეთ,

ძის მეფობა ყველას ამცნეთ!

განადიდეთ ღმერთის წმინდა სახელი

და სამეფოს სიმღერა ისწავლეთ.