სიმღერა 72
ვისწავლოთ სიყვარული
1. ლოცვაში ვთხოვთ იეჰოვა ღმერთს,
გვსურს, მის თვისებებს ვირეკლავდეთ.
მაგრამ დიდია სიყვარული,
რომელსაც გვაძლევს წმინდა სული.
თუ უსიყვარულოდ ვართ ბრძენნი,
ღმერთთან არ გვექნება სახელი.
წრფელი სიყვარული ვისწავლოთ
და ასე ღმერთი გავახაროთ.
2. არ კმარა, გონებით გვესმოდეს,
რომ უნდა ვასწავლიდეთ ღვთის ცხვრებს.
ეს ვაჩვენოთ სიტყვით და საქმით,
როდესაც მათ ღვთის სიტყვას ვაწვდით.
ჩვენ სიყვარული გვეხმარება,
შევძლოთ ჩვენი ტვირთის ტარება,
ის არ მთავრდება არასოდეს.
ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
(იხილეთ აგრეთვე იოან. 21:17; 1 კორ. 13:13; გალ. 6:2)