სიმღერა 62
ვის ვეკუთვნით?
1. რომელ ღმერთს ეკუთვნი,
შენ ვის ემორჩილები?
ვისაც დაუჩოქებ, ღმერთად თვლი,
ის შენი ბატონი არის.
შეუძლებელია,
რომ ემსახურო ორ ღმერთს.
შენი გულის სიყვარულს ორი ვერ
გაიყოფს ვერასოდეს.
2. რომელ ღმერთს ეკუთვნი,
შენ ვის ემორჩილები?
ჭეშმარიტ და ცრუ ღმერთს შორის შენ
განსაზღვრავ, რომელს აირჩევ.
ქვეყნიურ მმართველებს
უცხადებ ერთგულებას?
თუ ჭეშმარიტ ღმერთს ემორჩილები
და ასრულებ მის ნებას?
3. მაშ, ვის ვეკუთვნი მე?
ვეკუთვნი იეჰოვას.
ჩემს ზეციერ ღმერთს და ჩემს მამას
შევუსრულებ ყველა აღთქმას.
ჩემთვის მან გაიღო
დიდი ფასი — ძის მსხვერპლი.
მის სახელს განვადიდებ და მისი
ერთგული სულ ვიქნები.
(იხილეთ აგრეთვე იეს. 24:15; ფსალმ. 116:14, 18; 2 ტიმ. 2:19)