არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 51

იეჰოვას მივეკრათ

იეჰოვას მივეკრათ

(იესო ნავეს ძე 23:8)

1. ჩვენ გვყავს ღირსეული უფალი იეჰოვა,

მის მოქმედებაში ჩანს სამართლიანობა.

ის არასდროს ამბობს ფუჭად თავის სიტყვას,

ამიტომ მივეკრათ ჩვენს ღმერთ იეჰოვას,

ღვთის კანონის დაცვას სარგებლობა მოაქვს.

2. ღვთის ტახტის საფუძვლად არის ჭეშმარიტება,

მის სამყოფელს ირგვლივ მოსავს მისი დიდება.

ყველა თვინიერი იღებს მის მოწვევას,

იეჰოვასთან ვართ და გვსურს მივეკრათ მას,

ის სულ იმსახურებს ჩვენს თაყვანისცემას.

3. ცანი და ცათანი ვერ იტევს უზენაესს,

ვერც ჯარი, ვერც მტერი წინ ვერ აღუდგება ღმერთს.

ვენდოთ და მივეკრათ ჩვენს იეჰოვა ღმერთს,

გვჯერა, დანაპირებს შეგვისრულებს მალე.

მაშ, გავძლიერდეთ, ღვთის ერთგულები დავრჩეთ.

(იხილეთ აგრეთვე კან. 4:4; 30:20; 2 მეფ. 18:6; ფსალმ. 89:14)