არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 69

მაუწყე შენი გზები

მაუწყე შენი გზები

(ფსალმუნი 25:4)

1. იეჰოვა ჩვენ ვიკრიბებით ერთად,

გულთბილად ვიღებთ შენს მოწვევას,

შენი სიტყვა, რომელიც გზას გვინათებს,

ჩვენ გვაძლევს ღვთიურ განათლებას.

(მისამღერი)

ყოველთვის მასწავლე შენი გზები,

მომეცი ბრძნული მითითებები.

მატარე შენი ჭეშმარიტებით,

მსიამოვნებს შენი კანონები.

2. ღმერთო, შენ გაქვს სიბრძნე, მიუწვდომელი,

შენი აზრები გულს გვიწყნარებს.

შენს ჭეშმარიტ, მარადიულ სიტყვაზე

დაფიქრება ყოველთვის გვმართებს.

(მისამღერი)

ყოველთვის მასწავლე შენი გზები,

მომეცი ბრძნული მითითებები.

მატარე შენი ჭეშმარიტებით,

მსიამოვნებს შენი კანონები.

(იხილეთ აგრეთვე გამ. 33:13; ფსალმ. 1:2; 119:27, 35, 73, 105)