არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 63

მუდამ ერთგულები

მუდამ ერთგულები

(ფსალმუნი 18:25)

1. იეჰოვას ერთგულები ვავლენთ ურყევ სიყვარულს,

ვიცოდეთ ღვთის ბრძანებები, ეს ღმერთზე მიძღვნილ ხალხს გვსურს.

მის რჩევებს და მითითებებს გაწბილება არ მოაქვს,

რადგან ღმერთი ერთგულია, ყოველთვის მივენდოთ მას.

2. ერთგულნი ვართ ჩვენი ძმების, მათ გვერდით ვდგავართ რთულ დროს,

გვაქვს ნდობა და სიტყვით, საქმით გვსურს, რომ მათზე ვიზრუნოთ.

გულით გვიყვარს ერთმანეთი, მუდამ პატივს ვცემთ და-ძმებს.

ჩვენ ღვთის სიტყვა გვაახლოებს, ყველას გვაერთიანებს.

3. ერთგულებას ვინარჩუნებთ ხელმძღვანელ ძმებთან მუდამ.

თუ გვაძლევენ მითითებებს, უნდა მიიღოს გულმა.

ამგვარად ჩვენ იეჰოვა გვაკურთხებს, მოგვცემს ძალას.

როდესაც ვართ ერთგულები, ვრჩებით იეჰოვასთან.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 149:1; 1 ტიმ. 2:8; ებრ. 13:17)