არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 78

სულგრძელობა

სულგრძელობა

(გალატელები 5:22)

1. იეჰოვა მოშურნე

არის თავისი სახელის.

მას სურს, რომ ის განწმინდოს

და მოხსნას ცრუ ბრალდებები.

უკვე დიდი ხანია,

რაც ავლენს მოთმინებას,

ის ძალზე სულგრძელია,

არასდროს იღლება.

ღვთის ნებაა, რომ ყველგან

მისგან ყველამ მიიღოს ხსნა.

ამაო არ იქნება

ეს ღვთიური სულგრძელობა.

2. სულგრძელობა გვჭირდება,

რომ ვიაროთ ღვთიურ გზაზე.

გულებს გვიმშვიდებს, გვიცავს

უსამართლო რისხვისგან ჩვენ.

ის კარგს ეძიებს და აქვს

უკეთესის იმედი,

და გვაწონასწორებს თუ

გვაქვს სირთულეები.

სხვა თვისებებთან ერთად,

სულგრძელობა დამხმარედ გვყავს,

მას გვაძლევს წმინდა სული,

მაშ, მივბაძოთ ჩვენს ღმერთს ყველამ.