სიმღერა 122
უამრავი ძმა
1. ახლა ვხედავთ უამრავ ძმას, უკვე მილიონებს,
ღვთის მოწმეებს ერთგულებს, ურყევთ, უმწიკვლოებს.
ვართ ძლიერი ხალხი და სულ უფრო მეტნი ვართ.
დღეს ხოტბას ვასხამთ და ვადიდებთ ღმერთს ყველა ერიდან.
2. ღვთის სასიხარულო ცნობას ქადაგებენ ძმები,
ინტერესით ელიან მას მილიონები.
იესო გვამშვიდებს და დაღლილთ ძალას გვმატებს,
პრობლემების მიუხედავად, ჩვენ კვლავაც ვქადაგებთ.
3. გვხედავს ღმერთი უამრავ ძმას, გვიცავს დღე და ღამე.
მიწიერ ეზოებში ყოველდღე გვატარებს.
ჩვენ ვართ დედამიწაზე ღვთის თანამშრომლები,
სამეფოს შესახებ ვქადაგებთ, ღმერთს ვემსახურებით.
(იხილეთ აგრეთვე ეს. 52:7; მათ. 11:29; გამოცხ. 7:15)