არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 105

ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა

ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა

(ფსალმუნი 19)

1. იეჰოვას დიდებას აუწყებს ცა

და ყველგან ვხედავთ მის ხელთა ნამოქმედარს.

ადიდებს ღმერთს ყველა ახალი დღე,

ვარსკვლავებიც უძღვნიან მას ქებას და დიდებას.

2. იეჰოვას სრულყოფილ კანონებს და

შეხსენებებს მოაქვს სიცოცხლე ყველასთვის.

მმართველობა აქვს სამართლიანი,

მისი სიტყვა და კანონი თაფლზე ტკბილი არის.

3. მუდამ წმინდა არის ღვთისადმი შიში,

ღვთის მითითებები ძვირფასია ძალზე.

გვიცავს და გზას გვინათებს წესებით,

გვსურს მის სახელს ვუერთგულოთ და ვიდგეთ მის მხარეს.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 111:9; 145:5; გამოცხ. 4:11)