არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 110

ღვთის საოცარი საქმეები

ღვთის საოცარი საქმეები

(ფსალმუნი 139)

1. ღმერთო, შენ იცი, როდის ვწვები, როდის ვისვენებ ან როდის ვდგები.

იკვლევ ჩემს აზრებს, ჩემს შინაგან ზრახვებს,

ჩემს ნათქვამს ისმენ და იცი ჩემი გზები.

ხედავდი, როცა შევიქმენი და ჩემი ჩანასახი იხილე,

ხოტბას ვასხამ შენს საოცარ საქმეებს,

შენს ძლიერებას ყოველთვის განვადიდებ.

კარგად იცის ჩემმა სულმა, რომ შენ ფლობ ცოდნას საოცარს და შიშის მომგვრელს.

თუ ვშიშობ, რომ სიბნელემ არ შემიპყროს, შენი სული მიპოვის, ნუგეშს მცემს.

სად გავექცევი შენს სახეს და იეჰოვა სად დაგემალები?

ვერ დამმალავს ზღვა, ვერც სიმაღლეები, ვერც სიბნელე ან შეოლის სიღრმეები.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 66:3; 94:19; იერ. 17:10)