სიმღერა 114
ღვთის წიგნი საუნჯეა
1. არის ასეთი წიგნი, რომელიც ხალხს
მშვიდობას, სიხარულს, იმედს აძლევს.
მის სიტყვებს აქვს გასაოცარი ძალა,
„მკვდრებს“ აცოცხლებს, „ბრმებს“ აძლევს სინათლეს.
ეს წიგნი არის ღვთის სიტყვა, ბიბლია,
მას ისინი წერდნენ შთაგონებით,
რომლებსაც უყვარდათ იეჰოვა და
ღვთის სულით იყვნენ ანთებულები.
2. დაწერეს ღვთის შემოქმედებაზე, რომ
მან შექმნა თავის ძალით სამყარო,
შექმნა უცოდველი კაცი, რომელმაც
სამოთხე დაკარგა ცოდვის გამო.
დაწერეს, რომ ღვთის ერთმა ანგელოზმა
უარყო ღვთის უზენაესობა,
რასაც მოჰყვა ცოდვა, დიდი წუხილი,
მაგრამ გაიმარჯვებს იეჰოვა.
3. ზეცად ქრისტეს მმართველობა დამყარდა,
ამიტომ დღეს სიხარულს განვიცდით,
ეს არის დღე, როდესაც იეჰოვას
ხსნა მოაქვს მათთვის, ვინც მასთან მიდის.
წიგნში ვხვდებით სასიხარულო ამბებს,
ის მშვიდობას, დიდ ნადიმს გვპირდება.
ამიტომ ეს საუნჯე მოგვიწოდებს,
რომ ის ყოველდღე იკითხოს ყველამ.
(იხილეთ აგრეთვე 2 ტიმ. 3:16; 2 პეტ. 1:21)