არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 3

„ღმერთი სიყვარულია“

„ღმერთი სიყვარულია“

(1 იოანე 4:7, 8)

1. ღმერთია სიყვარული, ის გვიხმობს:

‘ჩემს გზას მიჰყევით’,

ღვთის და მოძმის სიყვარულით

ვავლენთ სიკეთეს საქმით.

აქ არის სიცოცხლის აზრი,

რომელსაც ვეძებთ ყველა.

სიყვარული, ქრისტეს მსგავსად,

არ ცრუობს, ჩვენში რჩება.

2. ჭეშმარიტებით აღძრულნი,

სიყვარულით ვმოქმედებთ,

მისი ძალა გვეხმარება,

დაცემის დროს გვაყენებს.

სიყვარული წმინდაა და

უძლებს მრავალ განსაცდელს,

დაე კვლავაც გავიზარდოთ,

რომ და-ძმები გვიყვარდეს!

3. გულში წყენა, აღშფოთება

არ ჩაიდო, თორემ გძლევს,

მიმართეთ ღმერთს, რომ გატაროთ

და მიჰყვეთ მის ბრძანებებს.

ღვთისა და მოყვასის მიმართ

სიყვარულით აღვივსოთ

და სიყვარული, ფაქიზი,

გავხადოთ თვალსაჩინო.