არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 100

ჩვენ იეჰოვას ლაშქარი ვართ!

ჩვენ იეჰოვას ლაშქარი ვართ!

(იოელი 2:7)

1. იეჰოვას ლაშქარი

ვაუწყებთ ცნობას

ღვთის სამეფოს შესახებ,

იესოს მეფობას.

ნებაყოფლობით ვიღვწით

ღვთის ერთგულებით,

ვართ უშიშარნი და

გაბედულები.

(მისამღერი)

იეჰოვას ლაშქარი

ქრისტეს მეფობით

ვქადაგებთ, დადგა დრო

ღვთის მმართველობის.

2. იეჰოვას მსახურნი

დავეძებთ მის ცხვარს,

დაკარგულს და მარტო მყოფს,

ვინც გოდებს და ოხრავს.

გვსურს ვიპოვოთ და მივცეთ

კარგი საკვები,

სამეფო დარბაზში

ვეპატიჟებით.

(მისამღერი)

იეჰოვას ლაშქარი

ქრისტეს მეფობით

ვქადაგებთ, დადგა დრო

ღვთის მმართველობის.

3. იეჰოვას ლაშქარში

ყველა დგას მტკიცედ,

საბრძოლოდ აღჭურვილებს

მეთაურობს ქრისტე.

ფრთხილად ვიყოთ, ვეცადოთ

მართლად დარჩენას,

რომ ვინარჩუნებდეთ

ჭეშმარიტებას.

(მისამღერი)

იეჰოვას ლაშქარი

ქრისტეს მეფობით

ვქადაგებთ, დადგა დრო

ღვთის მმართველობის.

(იხილეთ აგრეთვე ეფეს. 6:11, 14; ფილ. 1:7; ფლმ. 2)