სიბრძნე, რომელიც ბედნიერების საწინდარია!
„ცუდ გუნებაზე ვდგები, როცა ვისმენ ამბებს ომებზე, სიღარიბეზე, ავადმყოფობასა თუ ბავშვების ჩაგვრაზე, თუმცა ამის გამო სასოწარკვეთილებას არ ვეძლევი, რადგან მაქვს იმედი“ (რანი). *
რანიმ ნამდვილი ბედნიერება იგრძნო, როცა გაიცნო სიბრძნის სწორუპოვარი წყარო, ყოვლისშემძლე შემოქმედი. ღვთის აზრებს მისი სიტყვიდან, ბიბლიიდან, ვიგებთ. ამ ჟურნალში განხილული ბიბლიური აზრები დაგეხმარებათ . . .
დატკბეთ ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით
გქონდეთ მშვიდობიანი ურთიერთობა სხვებთან
იგრძნოთ კმაყოფილება
გაიგოთ ადამიანთა ტანჯვისა და სიკვდილის გამომწვევი მიზეზები
გაგიჩნდეთ მომავლის უტყუარი იმედი
გაიცნოთ შემოქმედი და დაუახლოვდეთ მას
წინამდებარე ჟურნალიდან აგრეთვე შეიტყობთ, რომ ღვთიური სიბრძნე ხელმისაწვდომია არა მხოლოდ რჩეულთათვის, არამედ ყველასთვის, ვინც მას ეძებს.
^ აბზ. 2 ჟურნალში სახელები შეცვლილია.