არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად გაქრა პატივისცემა ოჯახის წევრების მიმართ?

სად გაქრა პატივისცემა ოჯახის წევრების მიმართ?

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲕᲔᲞᲧᲠᲝᲗ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲡ ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲘᲗ?

ოჯახში მშვიდი და სტაბილური გარემოს შექმნას პატივისცემა უწყობს ხელს.

  • როგორც ერთ წიგნშია აღნიშნული, „როცა მეუღლეები ერთმანეთს პატივს სცემენ, მათი სიყვარული არა მარტო საგმირო საქმეებში, არამედ პატარა დეტალებში ვლინდება“ (The Seven Principles for Making Marriage Work).

  • გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვები, რომლებსაც სხვების პატივისცემას უნერგავენ, მეტი თავდაჯერებულობით გამოირჩევიან, უკეთესი ურთიერთობა აქვთ მშობლებთან და ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც იშვიათად ხვდებიან.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲛᲝᲕᲮᲐᲢᲝᲗ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲐ

იმსჯელეთ ოჯახთან ერთად. თავდაპირველად შეთანხმდით იმაზე, რას ნიშნავს პატივისცემა. შემდეგ ჩამოწერეთ, როგორ საქციელს უნდა მოერიდოს ოჯახის თითოეული წევრი და პირიქით, რას მოელით ერთმანეთისგან. ბოლოს შეჯერდით იმაზე, თუ რას გააკეთებს თითოეული ერთმანეთის პატივსაცემად.

„მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება“ (იგავები 21:5).

მიეცით ოჯახის წევრებს მაგალითი. დაფიქრდით, თქვენ როგორ ეპყრობით მათ. ნუ გააკრიტიკებთ შეცდომების გამო, ნუ დასცინებთ, როცა თავიანთ აზრს გამოხატავენ, ნუ შეაწყვეტინებთ საუბარს და ნუ წაუყრუებთ, როცა გესაუბრებიან.

რჩევა: ეცადეთ, ყოველთვის გამოავლინოთ ოჯახის წევრების მიმართ პატივისცემა და ნუ ჩათვლით, რომ მათ ეს უნდა დაიმსახურონ.

„პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10).

პატივისცემა მაშინაც გამოხატეთ, როცა სხვას არ ეთანხმებით. მოერიდეთ ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა „შენ ყოველთვის . . . “ ან „შენ არასდროს . . . “. ასეთმა სიტყვებმა შეიძლება ოჯახის წევრს გული ატკინოს და პატარა უთანხმოება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს.

„მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავები 15:1).

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲝᲬᲛᲔᲔᲑᲘ ᲞᲐᲢᲘᲕᲡ ᲕᲪᲔᲛᲗ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲡ

ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ პატივისცემით მოეპყრონ ოჯახის წევრებს. ამ საკითხზე ხშირად ვამზადებთ სტატიებს, წიგნებს, ბროშურებსა და ვიდეოებს, რომლებიც უფასოდ არის ხელმისაწვდომი ჩვენს ვებსაიტზე.

ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲪᲝᲚ-ᲥᲛᲐᲠᲡ: სტატიათა სერიები „რჩევები ოჯახებს“ ცოლ-ქმარს ეხმარება . . .

  • იყვნენ კარგი მსმენელი;

  • გადაეჩვიონ გაბუტვას;

  • თავიდან აირიდონ კამათი;

(ვებსაიტზე jw.org საძიებო ველში ჩაბეჭდეთ „რჩევები ოჯახებს“).

ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲡ: სტატიათა სერია „რჩევები ოჯახებს“ დაეხმარება მშობლებს, რომ ასწავლონ შვილებს . . .

  • მორჩილება;

  • საოჯახო საქმეების კეთება;

  • თავაზიანობა და მადლიერება;

(ვებსაიტზე jw.org საძიებო ველში ჩაბეჭდეთ „შვილების აღზრდა“ და „მოზარდებთან ურთიერთობა“).

იხილეთ დანართი „მშობელთა შეკითხვები“ წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“, ტომი 1 (ვებსაიტზე jw.org საძიებო ველში ჩაბეჭდეთ „მშობელთა შეკითხვები“).

ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ: ვებსაიტზე jw.org განყოფილებაში „ახალგაზრდები“ ხელმისაწვდომია სტატიები, ვიდეოები და სამუშაო ფურცლები, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება . . .

  • საერთო ენა გამონახონ მშობლებთან და და-ძმებთან;

  • პატივისცემით ესაუბრონ მშობლებს მათ მიერ დადგენილ წესებზე;

  • მოიპოვონ მშობლების ნდობა;

(ვებსაიტზე jw.org საძიებო ველში ჩაბეჭდეთ „ახალგაზრდები“).

ვებსაიტის jw.org გამოყენება უფასოა. არ არის საჭირო გამოწერა, დარეგისტრირება ან პერსონალური ინფორმაციის გაზიარება.