სად გაქრა პატივისცემა საკუთარი თავის მიმართ?
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲪᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡ ᲞᲐᲢᲘᲕᲘ?
ადამიანები, რომლებმაც იციან საკუთარი თავის ფასი, უფრო მარტივად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს და ადვილად არ ნებდებიან.
-
როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, ვინც უღირსობის გრძნობას ებრძვის, მიდრეკილია დეპრესიისა თუ შფოთვითი და კვებითი აშლილობისკენ. ასეთი ადამიანები ხშირად ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე ხდებიან დამოკიდებული.
-
სწორი თვითშეფასების მქონე ადამიანები სხვებს არ ადარებენ საკუთარ თავს. მათ უადვილდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა და კარგი მეგობრების შეძენა. მეორე მხრივ ისინი, ვისაც უღირსობის გრძნობა ტანჯავს, უფრო კრიტიკულები არიან და უჭირთ სხვებთან ურთიერთობა.
-
ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პატივს სცემენ, უფრო ამტანები არიან, სირთულეების გამო უკან არ იხევენ და აღწევენ დასახულ მიზნებს. მეორე მხრივ მათ, ვისაც პირადი ღირსების გრძნობა აკლიათ, პატარა დაბრკოლებაც კი დიდ პრობლემად ეჩვენებათ. ამის გამო ისინი წნეხს ვერ უძლებენ და ადვილად ნებდებიან.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲘᲡᲬᲐᲕᲚᲝᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲐ?
აირჩიეთ მეგობრები, რომლებიც თქვენზე დადებით გავლენას მოახდენენ. ურთიერთობა იქონიეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც იციან სხვების პატივისცემა, გულწრფელად არიან თქვენი კეთილდღეობით დაინტერესებული და შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინონ თქვენზე.
იზრუნეთ სხვებზე. თუ სხვებზე ვიზრუნებთ და სანაცვლოდ არაფერს მოვითხოვთ, გაცემით გამოწვეულ ნამდვილ სიხარულს ვიგრძნობთ. ეს ასე იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ჩვენი სიკეთე სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩება.
დაეხმარეთ შვილებს საკუთარი ღირსების გრძნობის განვითარებაში. მიეცით საშუალება, თავად ისწავლონ პრობლემების მოგვარება, რამდენადაც ეს შესაძლებელია მათთვის. შედეგად, უფრო ადვილად გაუმკლავდებიან სირთულეებს. ეს კი მათ ღირსების გრძნობას აუმაღლებს, რაც ზრდასრულ ასაკშიც წაადგებათ.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲝᲬᲛᲔᲔᲑᲘ ᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲡ, ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲝᲜ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲐ
ჩვენი შეხვედრები და ბიბლიის სასწავლო კურსი ადამიანებს ეხმარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და თვითშეფასების ამაღლებაში.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲧᲝᲕᲔᲚᲙᲕᲘᲠᲔᲣᲚᲘ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
ყოველკვირეულ შეხვედრებზე განიხილება ბიბლიური თემები, რომლებიც მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს და გვეხმარება, ავიმაღლოთ თვითშეფასება. დასწრება უსასყიდლოდ შეუძლია ნებისმიერ მსურველს. Მაგალითად, ამ შეხვედრებზე გაიგებთ. . .
-
რატომ ხართ ღვთის თვალში ძვირფასი
-
რა არის ცხოვრების აზრი
-
Რა არის მტკიცე და ხანგრძლივი მეგობრობის საწინდარი
შეხვედრებზე დასწრება დაგეხმარებათ, შეიძინოთ მზრუნველი მეგობრები (1 კორინთელები 12:25, 26).
დამატებითი ინფორმაციისთვის ვებსაიტზე jw.org იხილეთ ვიდეო „როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრები?“.
ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲙᲣᲠᲡᲘ
ყველა მსურველს ვთავაზობთ ბიბლიის ინტერაქტიულ სასწავლო კურსს წიგნით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ამ სახელმძღვანელოში პრაქტიკული ბიბლიური პრინციპებია მოცემული, რომლებსაც მასწავლებელთან ერთად განიხილავთ კითხვების მეშვეობით. კურსი აგრეთვე მოიცავს ვიდეოებს; ის ეხმარება ადამიანებს ღირსების გრძნობის ამაღლებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
თუ გსურთ გაიგოთ, როგორ დაგეხმარებათ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა, ვებსაიტზე jw.org საძიებო ველში ჩაბეჭდეთ ვიდეოს სათაური „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“.