შესავალი
ბედნიერი ოჯახის 12 საიდუმლო
დღეს ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ რა იწვევს ოჯახების ნგრევას. მაგრამ საინტერესოა, მათი ბედნიერების საიდუმლო რა არის, ვისაც მტკიცე ოჯახები აქვთ?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 1995—2014 წლებში 5-ჯერ გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი იმ წყვილებს შორის, რომლებიც 20 წელზე მეტი ხნის დაქორწინებულები იყვნენ.
მშობლები გაურკვევლობაში არიან, რადგან ზოგი სპეციალისტის აზრით, შვილების გამუდმებით შექებაა საჭირო, ზოგი კი მკაცრი აღზრდის მომხრეა.
ახალგაზრდები სრულწლოვანებას ისე აღწევენ, რომ არ არიან მომზადებული დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
მაგრამ ერთი რამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ:
დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ და მათი კავშირი მუდმივი იყოს.
მშობლებს შეუძლიათ შვილები ისე აღზარდონ, რომ არც სიყვარული და რჩევა-დარიგება მოაკლონ და, საჭიროების შემთხვევაში, დასაჯონ კიდეც.
ახალგაზრდებს შეუძლიათ საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინონ, რომლებიც მაშინ გამოადგებათ, როცა სრულწლოვანების ასაკს მიაღწევენ.
„გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში განიხილება, რა არის ბედნიერი ოჯახის 12 საიდუმლო.